გახანგრძლივდება თუ არა საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა, ხვალ გახდება ცნობილი

მთავრობის ადმინისტრაცია განმარტებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვა ძალაშია 21 აპრილის ჩათვლით, ოთხშაბათამდე.

შესაბამისად, ხვალ მოქალაქეებისთვის მსუბუქი ავტომანქანებით მოძრაობა ნებადართული არ არის.

გახანგრძლივდება თუ არა აკრძალვა, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხვალ იმსჯელებს, რის შემდეგაც მიღებულ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება.

მთავრობის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ აკრძალვის მოქმედების ვადები, რათა თავიდან იყოს აცილებული კანონის დარღვევა და ამგვარი ქმედებისთვის დაწესებული ჯარიმები.

კომენტარი