აშშ-ის ელჩს უკვირს, რატომ დაინახეს ივანიშვილთან შეხვედრაში „რაღაც სიმბოლური“

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილთან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა შეხვედრასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, ჯონ ბასმა. მან ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ისაუბრა. ელჩს უკვირს, დაინახეს ივანიშვილთან შეხვედრაში „რაღაც სიმბოლური“, როცა მსგავსი შეხვედრები დამახასიათებელია დიპლომატიური მოხელისთვის.

„უბრალოდ, დავინტერესდით იმ ადამიანის პოლიტიკური აზროვნებით, რომელმაც პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა“, - თქვა ელჩმა და დაამატა, რომ იგი საქართველოში ყოფნის განმავლობაში უამრავ ადამიანს შეხვედრია. „ივანიშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო“, - თქვა ბასმა.

კომენტარი