სოფელ ფარცხანაყანებიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი კლინიკაში წყალტუბოს მუნიციპლაიტეტის სოფელ ფარცხანაყანებიდან გადაიყვანეს.

ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსით 24 პაციენტი მკურნალობს, აქედან 12-ს პნევმონია აღენიშნება.

სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფიოებელია.

კომენტარი