ლევან რატიანი: კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33 მწვავე პნევმონია აქვს, 3 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტიდან, 33 მწვავე პნევმონია აქვს, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ორი პაციენტის კოვიდინფექციაზე ტესტირების პასუხი უარყოფითია და ისინი კლინიკას რამდენიმე საათაში დატოვებენ.

„რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე შვიდი პაციენტი გვყავს. მათგან სამი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ჟანგბადზედამოკიდებულები არიან და სიმპტომურ მკურნალობას აგრძელებენ. ასევე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არანაირ სიმპტომურ ჩარევას არ საჭიროებენ. იცით, ასევე გვყავს ორი ორსული ქალბატონი. ერთი უკვე 24 კვირის გახდა, როგორც ნაყოფის, ასევე ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პარამეტრებს შეესაბამება. ასევე მეორე, რომელიც 8 კვირის შემოვიდა კლინიკაში უკვე ცხრა კვირის ორსულია, მისი და ნაყოფის მდგომარეობა ამ მომენტამდე ფიზიოლოგიურ პირობებშია. კლინიკაში სულ 55 პაციენტიდან, 33 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. მწვავე პნევმონია აქვთ“, - გნაცხადა რატიანმა.

კომენტარი