სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალიშვილია, თუ არა?!

ქალიშვილობაზე სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და განსხვავებულად უდგებოდნენ ამ საკითხს. მსოფლიო ისტორიის რაღაც ეტაპზე ქალიშვილობა იყო განმსაზღვრელი იმისა, ქალის სიტყვა იყო სანდობი თუ არა. ეპოქების მიხედვით იცვლებოდა წარმოდგენა და დღეს ცივილიზებულ სამყაროში ქალიშვილობა მხოლოდ და მხოლოდ ანატომიური ერთეულია. ქალიშვილობა არ განსაზღვრავს ადამიანობას, პიროვნების სიდიადეს და არც მის მორალს.

საქართველოში ყველაფერი სხვანაირადაა, აქ ქალიშვილობა გოგოს ყველაზე დიდი სიმდიდრეა და თუ ქალიშვილი არ ხარ, ე.ი. კარგი ადამიანიც არ ხარ.

იქიდან დავიწყოთ, რომ საქალწულე აპკიანი ბევრი გოგოა “კაცთან ნამყოფი”. რატომ განვსაზღვრათ ქალიშვილობას მხოლოდ ვაგინალური სექსის ქონით? განა საქალწულე აპკით უნდა ვსაზღვრავდეთ ქალის პატიოსნებას და მის მორალს? რომელი უფრო ამორალური საქციელია, როცა ქალს იმ კაცთან აქვს ვაგინალური სექსი, რომელიც ძალიან უყვარს, თუ ის ქალი, რომელსაც კაცთან მხოლოდ ანალური და ორალური სექსი აქვს საზოგადოებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საქალწულე აპკის “შესანახად”, რათა შემდეგში გათხოვდეს და ქმართან მართალი იყოს – ის პატიოსანია, მას ხომ საქალწულე აპკი ადგილზე აქვს?! ან რატომ არის ის ქალი ამორალური, რომელსაც მეორედ უნდა ოჯახის შექმნა, უნდა რომ ბედნიერი იყოს. რატომ ვართ ასეთი ქალების მიმართ მკაცრნი? იმიტომ ხომ არა, რომ ისინი მეტად ძლიერები არიან და საზოგადოების აზრის მიუხედავად იბრძვიან ბედნიერებისთვის?

ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს, შეიძლება თუ არა პირველი სექსის დროს გოგოს სისხლი არ წამოუვიდეს და ქალიშვილი იყოს??? კი, შეიძლება. შეიძლება, რადგან ქალები არ არიან ერთ თარგზე გამოჭრილები, მათ ინდივიდუალური საქალწულე აპკი აქვთ, შენებისა და სისხლმომარაგების თავისებურებებით. რატომ უნდა ჰქონდეს ქალს სისხლის ჩანჩქერი პირველი სექსის შემდეგ, რომ მამაკაცი მას ენდოს? ან რატომ უნდა განსაზღვროს სისხლმა ნდობა?

ერთი ამბავი მინდა მოვუყვე მკითხველს. ჩემს პრაქტიკაში უნდობლობის ერთი საინტერესო მაგალითი შემხვდა. ახალგაზრდა წყვილმა მიმართა გინეკოლოგს იმის გასარკვევად, ქალიშვილი იყო თუ არა გოგო. ადვილი მისახვედრია, რომ ქართველ მამაკაცს აინტერესებდა, რატომ ვერ “მოითხუპნა” ცოლის სისხლით პირველ ღამეს. აღმოჩნდა, რომ გოგო მართლა ქალიშვილი იყო, როგორც ირწმუნებოდა და ექიმთან მხოლოდ სიმართლის დასამტკიცებლად წამოყვა ქმარს, თუ შეიძლება ქმარი ერქვას ადამიანს, რომელიც ასეთ უნდობლობას უცხადებს საყვარელ ქალს. სიმართლე გაიკვა და ის ბიჭმა საავადმყოფოს ეზო მარტომ გადაკვეთა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100