"კრიტიკულია იმ ორი ახალშობილის მდგომარეობა, რომლებიც არიან აპარატულ სუნთქვაზე“ - პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილიდან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. მან ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ილაპარაკა.

„ჩვენ კლინიკაში გვყავს ხუთი ჩვილი, ორის მდგომარეობა მძიმეა. სამის შედარებით დამაკმაყოფილებელი. კრიტიკულია იმ ორი ახალშობილის მდგომარეობა, რომლებიც არიან აპარატულ სუნთქვაზე“, - აღნიშნა ტურძელაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთათვის ძალიან კრიტიკულია მე-7 მე-9 დღე. „დამძიმება ხდება ფილტვების ანთების შედეგად. სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დანარჩენები ინტენსიურ პალატებში არიან და საათობრივად ვაკვირდებით“, აღნიშნა ტურძელაძემ.

ტურძელაძის ინფორმაციით, კლინიკას აქვს რესურსი, რომ 140 პაციენტამდე მიიღოს. „140 საწოლი გვექნება თუ ორს დავაწვენთ. ამის რეკომენდაციას ჯანმო გვაძლევს. მაგრამ თითოს შემთხვევაში 70 პაციენტს მივიღებთ“, - განაცხადა თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა.

კომენტარი