24 წლის მამაკაცმა გურჯაანში თვეების შვილი მოკლა და ცოლი დაჭრა - ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

გურჯაანში, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ - მკერდის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდა ქალი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შვილის მკვლელობაში და ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა, 24 წლის ი.ნ-მ მომხდარის შემდეგ ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა და ისიც გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ცნობისთვის, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს - 1996 წელს დაბადებულ, შ.ც.-ს.

პოლიციამ ის ცხელ კვალზე დააკავა. მამაკაცი საჩხერიდანაა და სოფელ ვეჯინში სტუმრად იმყოფებოდა.

კომენტარი