სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კორონავირუსით ინფიცირებულმა 34 წლის მედდამ თავი მოიკლა

იტალიის ქალაქ მონზაში მედდამ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ COVID-19-ით იყო ინფიცირებული.

მისი გარდაცვალება იტალიის ექთნების ეროვნულ ფედერაციაშიც დაადასტურეს და შეშფოთება გამოთქვეს იმის შესახებ, რაც მოხდა.
მათი თქმით, 34 წლის დანიელა ტრეზიმ ძლიერი სტრესი განიცადა, რადგან მას ეშინოდა, რომ ვირუსი პაციენტებს შორის გაავრცელა.

Daily Mail- ის ცნობით, გოგონა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუშაობდა, მაგრამ 10 მარტიდან მას კოროვირუსული ინფექციის სიმპტომები ჰქონდა და კარანტინაში გადაიყვანეს, ხოლო როდესაც დიაგნოზი დადასტურდა, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100