სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"კორონავირუსით დაინფიცირებული 77 პაციენტიდან 3-ის მდგომარეობა ძალიან მძიმეა"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებიდან ამ ეტაპზე სამის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორისაა ერთ-ერთი ასაკოვანი ქალბატონი.

"რამდენიმე დღეა სამი მძიმე პაციენტი გვყავს. ერთ-ერთი განსაკუთრებით მძიმედაა, რასაც ემატება ორმხრივი პნევმონია და რკინადეფიციტური მძიმე ანემია, რომელიც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰიპერტონია ჰქონდა, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ხოლო ასაკოვანი ქალბატონი, რომელსაც გულის უკმარისობა აქვს, მის შემთხვევაში სეფსისიც განვითარდა, პროგნოზზე და გამოსავალზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ.

შემოსული პაციენტების მონიტორინგი პერიოდულად მიდის, დაავადების ხანგრძლივობის მიხედვით, როდესაც გამოჯანმრთელებას ველით ვიწყებთ ტესტირებას. გუშინ სამი პასუხი იყო უარყოფითი, 24 საათის მერე თავიდან ავუღებთ მათ ტესტს" - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100