სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიშტიანუ რონალდუ კორონავირუსის გამო კარანტინში მოათავსეს

კრიშტიანო რონალდო კარანტინის ზონაში მოათავსეს მას შემდეგ, რაც მის თანაგუნდელს, დანიელე რუგანის კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა. იტალიელ მცველს მას შემდეგ აღმოაჩნდა დაავადება, რაც იუვენტუსმა რამდენიმე დღის წინ გამართა მატჩი მილანის ინტერის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის, სერია ა-ს ყველა მატჩი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეჩერებულია. გავრცელებული ინფორმაციით, იუვენტუსის დაგეგმილი განმეორებითი შეხვედრა ლიონის ოლიმპიკის წინააღმდეგ უკვე გაუქმებულია განუსაზღვრელი ვადით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100