გარდაბანში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რკინიგზის სადგურ „ველის'' ტერიტორიაზე უბედური შემთხვევის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი „ველის ტერიტორიაზე მუშაობდა და მას ლიანდაგებზე გადასვლისას მატარებელი დაეჯახა. შეჯახების შედეგად, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც შსს-მ განაცხადა, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275 მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარი