სამი დაღუპულიდან ორი ცოლ-ქმარია - საშინელი ავარია ზუგდიდში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სამი დაღუპულიდან ორი ცოლ-ქმარია.

ავარიის შედეგად დაშავებული 2 პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულები. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარი