სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფლაგმანური დონის ტექნოლოგია - HUAWEI Y9s ახალი და ძლიერ სმარტფონი

HUAWEI-ს ხსენებისას ყველას ფაქტობრივად ერთნაირი ასოციაცია უჩნდება - მაღალი ხარისხის სმარტფონები ნებისმიერი ინტერესის მქონე მომხმარებლისთვის. ამასთან ერთად, კომპანია მუდმივად აუმჯობესებს ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა, ელემენტის გამძლეობა, კამერის მახასიათებლები, პროცესორი, ეკრანი და დიზაინი. მაგრამ ფაქტია, რომ მაღალი ხარისხის მახასიათებლებისა და ძლიერი პროცესორის უკან დგას საკმაოდ დიდი ინვესტიცია კვლევასა და განვითარებაში (R&D).

მნიშვნელოვანია, რომ HUAWEI წლიური შემოსავლების 10-15%-ს კვლავ კვლევასა და განვითარებაში დებს და ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიმართულებით უკვე 73 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული.

ამ დრომდე, HUAWEI-ს ინვესტიციების დიდი წილი Mate და P სერიების სმარტფონების განვითარებაზე მოდის . თუმცა მოგვიანებით, HUAWEI-მ ფლაგმანური დონის ტექნოლოგია გამოიყენა Y სერიის წარმოებისთვისაცც, შესაბამისად თანამედროვე მიდგომების გამოყენების წყალობით, მოდელი ახალგაზრდების მოთხოვნებს არათუ სრულად პასუხობს, არამედ აღემატება კიდეც.

HUAWEI, Y სერიაში, მომხმარებელს ტრენდულ დიზაინთან და ძლიერ პროცესორთან ერთად, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ კამერათა სისტემას სთავაზობს. სამმაგი კამერით აღჭურვილი Y9s მოიცავს 48 MP-იან ძირითად და 8 MP-იან ფართო ხედვის ლინზებს, 2 MP-იან სიღრმის ამომცნობ ლინზასთან ერთად. აქვე არ უნდა გამოგვრჩეს, HUAWEI-ს ინოვაციური ავტომატურად მოძრავი, წინა Pop-up კამერა, რომელიც სმარტფონის კორპუსშია ჩაშენებული და ავტომატურად ირთვება, კამერის სელფის რეჟიმში ჩართვისთანავე.

ფლაგმანური მოდელების მსგავსად, HUAWEI Y9s-ში გამოყენებულია მოდური ფერები და უნიკალური ტექსტურა მიმზიდველი დიზაინის შესაქმნელად. სპეციალისტების განცხადებით, HUAWEI Y9s-ში გამოყენებული დიზაინისა და კამერის ტექნოლოგია, მომხმარებლებს უფრო მეტ გამოცდილებას და შესაძლებლობებს სთავაზობს. ს გამოცდილება კიდე უფრო ახალ საფეხურზე გადაჰყავს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბრის დასაწყისში, HUAWEI-მ ახალ ბაზარზე გასვლისას Y სერიის გაყიდვების მაჩვენებელი  გამოაქვეყნა. 2015 წლიდან HUAWEI-ს Y სერიის გლობალურმა გაყიდვებმა  200 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. ჩინეთის ბაზრის გარდა, Y სერიის  გაყიდვები გაიზარდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონებშიც, რაც ხაზს უსვამს Y სერიის მაღალი დონის სმარტფონების სექტორში გადასვლას.
 

HUAWEI -ის მობილური სერვისების ეკოსისტემა სწრაფად განვითარდა და პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. კომპანიამ უკვე მოიზიდა 1.07 მილიონზე მეტი რეგისტრირებული დეველოპერი მთელი მსოფლიოდან. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100