"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.


ფაქტმა სარალიძეების გაღიზიანება გამოიწვია. თენგიზ კალანდია ამბობს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და პოლიტიკურად მოტივირებული.
სასამართლო დარბაზიდან გამოსულმა კალანდიამ მოკლული ბიჭის მამას, ზაზა სარალიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ველოდებოდი ამ გადაწყვეტილებას. თვითონ იმ ნაბ..არმა თქვა, რომ 15 წელზე მეტს არ მიუსჯიანო. მაგის ქათამი დედას შე..ცი. ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს ჩასვლა, ჩავალ და სხვებსაც გავიყოლებ. სერგი კაპანაძის, ევროპული საქართველოს და მათ შორის "ქართული ოცნების" დამსახურებაა. "ოცნებამ" თავისი ჩაჯ..ლი საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენეს ყველაფერი" - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

მისი თქმით, თავიდანვე ვერ წაიყვანეს გამოძიება სწორი მიმართულებით, რომ საქმეზე ჭეშმარიტება დადგენილიყო.

კომენტარი