მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ყინულის სასახლეს ხსნის

მიხეილ სააკაშვილი ქუთაისში ახლადაშენებულ ყინულის სასახლეს გახსნის, რომელის მშენებლობაც 2011 წლის აპრილში დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა. ყინულის სასახლე სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს. ამიერიდან როგორც ქუთაისის, ასევე წყალტუბოს მოსახლეობას საშუალება მიეცემა ყინულის მოედნითა და სასახლეში არსებული სხვადასხვა სერვისებით ისარგებლოს.
საქართველოს პრეზიდენტი ყინულის სასახლეს დაათვალიერებს და მოედანს პირადად გამოსცდის. მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის ცენტრში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა.- ეს ინფორმაცია "ფეისბუქში" საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.

კომენტარი