სამეგრელოს გუბერნატორის სკანდალური წვეულობა - სუსის ყოფილმა უფროსმა სენაკის მერი სცემა

"ტვ პირველის" ინფორმაციით, 17 დეკემბერს ყვარელში, შატო ბლუალეში სახელისუფლებო წვეულებაზე პატრულის გამოძახება გახდა საჭირო, რადგან ერთმანეთს სამეგრელო-ზემო სვანეთის სუს-ის უკვე ყოფილი უფროსი მალხაზ ქორია და სენაკის მერი ლევან კუპრეიშვილი დაუპირისპირდნენ. არსებული ინფორმაციით, ქორიამ კუპრეიშვილი სცემა.

მაღალჩინოსნები ყვარელში სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას მიწვევით რეგიონის ქალაქების მერებთან და სხვა საჯარო მოხელეებთან ერთად იმყოფებოდნენ.

ჩინოსნების გაშველებაში ცხოროწყუს, წალენჯიხის და ფოთის მერები ჩაერთვნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, გენინსპექცია მომხადრის დეტალებს სწავლობს, ხოლო ქორია თანამდებობიდან სწორედ ინციდენტის გამო გაათავისუფლეს.

თავად შატოში ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. სენაკის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მერები ადასტურებენ, რომ წვეულებაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დაპირისპირების ფაქტს - არა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით ამ ფაქტთან დაკავშირებით სამეგრელო - ზემო სვანეთის გუბერნატორი შესაძლოა მთვარობის ადმინისტრაციაში დაიბარონ, ინციდენტის სხვა მონაწილეები კი სუს-ში.



კომენტარი