სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინის კონსულმა მიხეილ სააკაშვილს ახალი პირადობის მოწმობა გადასცა

მიხეილ სააკაშვილს კიევში თბილისის დროით, 16:30 საათზე ელოდებიან.
მას ბორისპოლის აეროპორტში მხარდამჭერები და თანამოაზრეები ელოდებიან.

სააკაშვილი პოლონეთში უკრაინის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის კონსულმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.

სასაზღვრო პოლიცია აცხადებს, რომ სააკაშვილს საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა.

ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა გუშინ აღუდგინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100