სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვარკეთილში, ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გიორგი ყუშიტაშვილი კორპუსის სახურავზე მარტო არ ყოფილა - ოჯახი დარწმუნებულია, რომ ბიჭი უბნის კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოკლა (ვიდეო)

ვარკეთილში, ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის ბიჭის, გიორგი ყუშიტაშვილის დედა მომხდარზე პირველად საუბრობს და აცხადებს, რომ მოზარდი მოკლეს. ფოტოზე, რომელიც "პოსტ ფაქტუმს", ყუშიტაშვილების ოჯახის ადვოკატმა მიაწოდა სავარაუდოდ, ტრაგედიის მომენტშია გადაღებული. სურათზე კარგად ჩანს, რომ სახურავზე ერთდროულად რამდენიმე ადამიანი იმყოფება. ეს გარემოება ამყარებს ეჭვს, რომ საქმე გვაქვს მკვლელობასთან.

ვარკეთილში დაღუპული გიორგი ყუშიტაშვილის დედის თქმით, ეს გააკეთა დაჯგუფებამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დათარეშობდა უბანში ატერორებდა და ძარცვავდა მოზარდებს.
მიუხედავად იმისა, რომ ტრაგედიიდან რამდენიმე თვე გავიდა ექსპერტიზის შედეგები. უბანში კი თავს არიდებენ მომხდარზე საუბარს. შესაძლოა მათ ეშინიათ, იმიტომ რომ დაღუპულის ოჯახის თქმით, მოწმეებს ემუქრებიან და აშინებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100