ზაზა ლებანიძე გარდაიცვალა

რუსთაველის თეატრის მსახიობი ზაზა ლებანიძე გარდაიცვალა. მას 84 წელი 30 ნოემბერს შეუსრულდა.

სამწუხარო ინფორმაცია თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძემ გაავრცელა:

“დიდებული არტისტი იყო ზაზა ლებანიძე – 1935-2019”.

ზაზა ლებანიძე სხვადასხვა წლებში რუსთავის, სოხუმის, მარჯანიშვილის თეატრების მსახიობი იყო. ბოლო 44 წლის განმავლობაში კი რუსთაველის თეატრში მოღვაწეობდა.

ზაზა ლებანიძემ ერთ-ერთი უკანასკნელი როლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის გახმაურებულ სპექტაკლში “მოხუცი ჯამბაზები” ითამაშა, სადაც მუსიკალურ ნომერს საოცრად ასრულებდა, აღფრთოვანებული მაყურებელი კი უწყვეტი ტაშით აჯილდოვებდა

კომენტარი