ბექა ოდიშარიამ და ნიკა მელიამ ერთმანეთს "უნამუსო" უძახეს

პარლამენტის ეზოში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიასა და უმრავლესობის წევრ ბექა ოდიშარიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ნიკა მელია ბექა ოდიშარიას გაჩერებას შეეცადა, რათა ეკითხა უჭერდა თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს. ამ მცელობას პარლამენტის ეზოში მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.

"ბექა, მე არ გამექცე ბიჭო. ესაა ბექა ოდიშარია, ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად გავიზარდეთ და ამ ადამიანმა ღილაკს ხელი მიაჭირა. გრცხვენოდეს... უნამუსო ხარ,"- მიმართა ნიკა მელიამ ბექა ოდიშარიას, რაზეც თავის მხრივ ოდიშარიამ უპასუხა: "გეყოფა, მე არ გიჭერდი. უნამუსო შენ ხარ."

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტის ეზოში უმრავლესობის წევრებს სასტვენებით ხვდება.

კომენტარი