სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა და სამოქალაქო ატივისტებმა პარლამენტის თავმჯდომარის, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, არჩილ თალაკვაძის ბიუროს ოფისს ბოქლომი დაადეს.

პარტიის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ოზურგეთში, თალაკვაძის ოფისთან ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, ადგილზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები და პოლიცია დაახვედრეს, რის გამოც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

"გვქონდა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქვტივისტებთან. დაიწყეს შეურაცხყოფა, თუმცა დავუფიქსირეთ, რომ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები და ვაპროტესტებთ გადაგდებას". - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ გოგოტიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100