სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა აგლაძის მდგომარეობა გაუარესდა

ინტელექტკლუბის “რა? სად? როდის?” ერთ-ერთ უძლიერესი მოაზროვნის ნიკა აგლაძის მდგომარეობა გაუარესდა.

მას ცოტა ხნის წინ თურქეთში ჩაუტარდა კავერნომის ამოკვეთის ოპერაცია. მას შემდეგ თითქმის ორი თვე გავიდა და როცა ყველას ეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სამწუხაროდ, ნიკას მდგომარეობა გაუარესდა.

მას ახლა ნეიროქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. საკმაოდ რთული ოპერაცია, სავარაუდოდ, ბერლინში გაკეთდება, ამისთვის კი სოლიდური ფინანსებია საჭირო.

ყველას გთხოვთ, მხარში ამოუდგეთ ამ უსაყვარლეს კაცს.
TBC: GE77TB7446645063600040 – ნიკოლოზ აგლაძე
BOG: GE14BG0000000131316927 – ნინა აგლაძე
დანიშნულებაში მიუთითეთ “ნიკასთვის”.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100