სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ამას ჰქვია ფარისევლობა რასაც ტელევიზიით ვუყურებთ... ჯერ ეკლესიის შიგნით გვაქვს მოსაგვარებელი ეს ... ცოდვის რეცეპტი უმჯობესია საპატრიარქოს გამოუწერონ" - მამა ანდრია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჰომოფობიურ აქციას ეხმაურება და წერს, რომ რასაც ტელევიზიით ხედავს ფარისევლობაა, რადგან "ეს ცოდვა" ჯერ ეკლესიის შიგნითაა მოსაგვარებელი.

"სწორედ ამას ჰქვია ფარისევლობა რასაც ტელევიზიით ვუყურებთ, ჯერ ეკლესიის შიგნით გვაქვს მოსაგვარებელი ეს ცოდვა რომ ვიცოდეთ. ცოდვის რეცეპტი უმჯობესია საპატრიარქოს გამოუწერონ, რადგან ამ ცოდვის საწყისი იქ იღებს სათავეს; ცოცხალ ფილმებს აყურებინებდნენ თავისი ცხოვრებით ახალგაზრდებს და უმჯობესია სწორედ ჯერ ეს საკითხი მოვაგვაროთ შიგნით!!! წინ არის ამ ცოდვის აღსაკვეთად ბრძოლის ასპარეზი, ღმერთი გველოდება!", — წერს მამა ანდრია ფეისბუქზე.

ფილმ And Then We Danced ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფები აქციას ამ დრომდე მართავენ. ისინი კინოთეატრ ამირანში მეორე სეანსის დაწყებას ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. აქციის ზოგიერთი მონაწილე ადგილზე ჯვრებით, ხატებითა და სანთლებით მივიდა, მოგვიანებით მათ პარაკლისი აღავლინეს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100