სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"საპელაციო სასამართლომ დაუსწრებლად განიხილა კუპრავას საქმე და არც კი შეგვატყობინა ამის შესახებ" - რას ყვება დრონი.ჯი-სთან ზვიად კუპრავას ადვოკატი

9 ოქტომბერს, მხარეების დასწრების გარეშე, სააპელაციო სასამართლომ ზვიად კუპრავას საქმეზე განაჩენი გამოიტინა და პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციის სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხემძღვანელი პატიმრობაში დარჩა - ამის შესახებ დრონი.ჯი-ს ზვიად კუპრავას ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ესაუბრა.

დრონი.ჯი: ბატონო ედუარდ, როდის გაიმართა ზვიად კუპრავას სასამართლო და იცოდით თუ არა ამის შესახებ?

- სასამართლო გაიმართა 9 ოქტომბერს, ისე რომ, მე ამის შესახებ არc შემატყობინეს.

იცოდნენ თუ არა ამ სხდომის შესახებ ზვიად კუპრავას ოჯახის წევრებმა?

- არა , არ იცოდნენ. არც მათთვის შეუტყობინებია სასამართლოს.

რა მოხდა 9 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე რომ გვიამბოთ...

- სასამართლომ 9 ოქტომბერს არსებითად დაუსწრებლად განიხილა საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, კანონი ამის საშუალებას კი აძლევდათ მათ, თუმცა მიგვაჩნია, რომ ჩვენს პოზიციას თუ მოისმენდა სასამართლო კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი არგუმენტები გვქონდა და თან პრეცენდენტული საქმეა. მართალია ამით კანონი არ დაურღვევიათ, თუმცა განცდა იმისა, რომ არ მოგვეცა ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება, გვიტოვებს არასამართლიანობის შეგრძნებას.

ამბობთ რომ პრეცენდენტული საქმეა და არ მოგეცათ მნიშვნელოვანი არგუმენტების დაფიქსირების საშაულება - ეს შინაარსობრივადად გიტოვებთ არასამართლიანობის შეგრძნებას?

- შინაარსობრივადაც, რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურია და ჩვენ, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებასაც პრობლემურად აღვიქვამთ და ვთვლით, რომ გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიდგომა არის ის, რომ რეპრესიებითა და ადამიანების ციხეში ჩასმით უნდა მოახერხოს ავტორიტეტის შენარჩუნება. თუმცა, სასამარლოს მიმართ ნდობას, ხალხს აკარგვინებს სწორედ ასეთი გადაწყვეტილებები. ეს ადამიანის გამოხატვის უფლებას და გამოხატვის თავისუფლებას მნიშვნელოვნად ზღუდავს.

ბატონო ედუარდ, როდის გადის პატიმრობის ვადა და როდის უნდა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება ზვიად კუპრავამ?

- 9 თვიანი პატიმრობა ჰქონდა. 21 თებერვალს დააკავეს, სადღაც თვე-ნახევარში გასდის პატიმრობის ვადა.

შეგახსენებთ, რომ პირველ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ზვიად კუპრავა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდა ფაქტს - გამოძიების ინფორმაციით, ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, თუმცა, 2019 წლის თებერვალში, "ახალი დანაშაულის ჩადენის გამო", გირაო პატიმრობით შეეცვალა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100