„დავაორგანიზებ, ბატონო რომან“ - რომან გოცირიძე თადუმაძის კურსელებს ხინკალზე ეპატიჟება

საქართველოს მოქმედ მთავარ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს დეპუტატები სამ საათზე მეტია უსმენენ.

შალვა თადუმაძეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მისი განათლებისა და სადაო დიპლომის შესახებ საუბარი უწევს.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ კი თადუმაძის კურსელებს მიმართა:

"მე მინდა მივმართო თქვენს კურსელებს, ყველას ვეპატიჟები სახინკლეში, ვინც თქვენნაირ დიპლომს მომიტანს"- განაცხადა გოცირიძემ. დეპუტატი გამოხმაურებას ელოდება.

"მეგონა, იქნებოდა ჯგუფში 20 კაცი, მაგრამ თქვენ ახლა თქვით, რომ იყო რამდენიმე ათეული. ალბათ, მთელი ჩემი ერთი თვის ხელფასი ამით სამწუხაროდ, აორთქლდება, მაგრამ, მე მათ ვთავაზობ, ყველას, მთელ თქვენს ჯგუფს, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თქვენი თანაკურსელი, ოღონდ არ მომატყოთ, მე მექნება ხელში ეს თქვენი დიპლომი, ვინც ზუსტად ასეთ დიპლომს მომინტანს, ყველას ვეპატიჟები თბილისის უმაგრეს სახინკლეში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.


კომენტარი