ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს ეძებენ

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეობაში 27 წლის მამაკაცს ეძებენ. ოჯახი ლაშა ჩოჩიშვილს უკვე ერთი კვირაა, ეძებს.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მამაკაცი ჯარში მსახურობს და ის დათხოვნაში იმყოფებოდა, თუმცა არც ოჯახში და არც ნაწილში აღარ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ლაშა ჩოჩიშვილს 2 სექტემბერს ტელეფონით ძმა ესაუბრა და ის თბილისიდან სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ ოჯახმა მის შესახებ არაფერი იცის.

კომენტარი