სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე მეწყერში მოყოლილებს ისევ ეძებენ

სომხეთ-საქართველოს საზღვარზე ჩამოწოლილი მეწყრის შემდეგ, უკვე მესამე დღეა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებმა 33 ავტომანქანიდან მხოლოდ რვის ამოტანა შეძლეს. დაკარგული ადამიანების ძებნა, ჯერჯერობით, უშედეგოდ სრულდება. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ სამაშველო სამსახურის მესამე დღე უფრო შედეგიანი იქნება. „ეს საშიში ზონაა და განსაკუთრებით ფრთხილად ვმუშაობთ. სამწუხაროდ, მანქანები, რომლებიც ამოვიტანეთ, ცარიელია. იმედია, დაკარგულებსაც ვიპოვით“, - ამბობენ მაშველები. საძიებო საქმიანობაში მაშველების როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო განყოფილების წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100