11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - გარდაცვლილი გმირების ახლობლები ამ დრომდე ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს

11 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - მედია და აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების ახლობლები ამ დრომდე ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე "ქართული ოცნების" ლიდერები არ გამოჩენილან.

სავარაუდოდ მმართველი გუნდი, გია ვოლსკის სკანდალური განცხადების შემდეგ კონსულტაციებს მართავს.

"ქართული ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი ომის დაწყებაშიც და მის შედეგებშიც საქართველოს იმდროინდელ ხელისუფლებას და მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, საქართველოს ტერიტორია ქართულმა მხარემ, რუსეთის დაკვეთით დაბომბა.

კომენტარი