სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში სამუშაოდ წასული 26 წლის ბიჭი ზღვაში დაიხრჩო

თურქეთში, ქალაქ არდეშენში, სამუშაოდ წასული 26 წლის ახალგაზრდა ზღვაში დაიხრჩო - ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ კირცხის გამგებელმა ინგა ასათიანმა დაუდასტურა.

მისი ინფორმაციით, ცხედარს საქართველოში, სავარაუდოდ რამდენიმე საათში ჩამოასვენებენ.

მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი თურქეთში ჩაის საკრეფად ორი წლის წინ წავიდა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახში დედა და ძმა დარჩა. მამა გარდაცვლილი ჰყავს, სწორედ ამიტომ მოუწია, ოჯახის სარჩენად თურქეთში წასვლა და მუშაობა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100