ნიკა გვარამია: აი ახლა, ამ დიქტატურის პირობებში, მელია როგორ იჭრებოდა პარლამენტში, ეს თემა მაკლია რა. სად ხართ ხალხო

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"აი ახლა, ამ დიქტატურის პირობებში, მელია როგორ იჭრებოდა პარლამენტში, ეს თემა მაკლია რა. სად ხართ ხალხო, საჭიროა ეგ არგუმენტი ახლა! ეგა, პროცედურული დემოკრატია, სტრასბურგის გადაწყვეტილების კრიტიკა არ შეიძლება და ეგეთებია დიტატურის დროს ყველაზე რელევანტუეი თემები და ყველაზე ეფექტიანი იარაღი რეჟიმის წინააღმდეგ.

ხუმრობა იქეთ იყოს, და ვინც წინააღმდეგობის მოძრაობას ამგვარი თემებით უპირისპირდება, ის პროვინციალი ქაჯია და არ იცის, რომ დასავლური დემოკრატიების დასაბამი წინააღმდეგობის მოძრაობებია და დღემდე სახალხო პროტესტი არათუ დიქტატურის, მეტნაკლებად მასშტაბური პრობლემის მოგვარების ყველაზე ეფექტიან და ორგანულ ფორმად ითვლება: თავისი შესვლებით, პროცედურული დემოკრატის ფეხზე დაკიდებით და სტრასბურგის სასამართლოს რომელიღაც სექციის ბანძი პოსტსაბჭოთა შემადგენლობის კრიტიკით კი არა, მართლა დიადი აშშ უზენაესი სასამართლოზე ფეხების შეწმენდითაც კი.

ხოდა, ვინც ამ არგუმენტებით საზოგადოებას ამუნათებს, გაუნათლებელი და უცოდინარი, “შემომხედეთ რა ევროპელი ვარ” პროვინციალია. მეორე არჩევანიცაა - ივანიშვილის აგენტია. ორივე კატეგორია ივანიშვილის საქმეს აკეთებს, დიქტატორის, რომლისთვისაც წესები არ არსებობს და რომელიც წესებს მარტო ჩვენ გვიწესებს.

ეგრე დიქტატურები არ მარცხდება. ეგრე წინააღმდეგობის მოძრაობები არ მოქმედებენ და ვერ იმარჯვებენ". -წერს ნიკა.

კომენტარი