სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"როცა პოლიციის წინ ვიდექი, რაციიდან მესმოდა: ე.ი უფროსისგან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 12 საათზე ყველაფერი უნდა დასრულდეს?"- სასამართლოში გრიგოლ ვაშაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით იკითხება. გამოკითხვაზე შესვლამდე ვაშაძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ არის გამორიცხული, რომ გამოკითხვაზე დაბარებულ პოლიტიკოსებს საბოლოო ჯამში მოწმის სტატუსი ბრალდებულის სტატუსით შეუცვალონ.

„არავითარი პრობლემა არ მაქვს. წყანარდ ველოდები, გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა - მოწმე. 20-21 ივნისის ამბავში ჩვენ ყველა აბსოლუტურად მართალი ვართ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საქართველოს ისტორიაში წყალგამყოფი გაჩნდა ჩვენი ახალგაზრდების სახით, რომლებმაც ჯანმრთელობა დაკარგეს დ ამათი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშ იყო.“- განაცხადა ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ „გავრილოვის ღამის“ დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან რაციიდან გაიგონა ხმა, რომ მიღებული იყო გადაწყვეტილება ყველაფერი 12 საათზე უნდა დასრულებულიყო:

“უნდა დავიწყოთ იმის გამოკვლევა ვინ დაიწყო საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა ჯერ კიდევ 12 საათიდან და შემდეგ ვინ გასცა ბრძანება რეალურად შეტევის დაწყების. როცა პოლიციის წინ ვიდექი მოლაპარაკებების დასაწყებად, რაციიდან მესმოდა: ე.ი უფროსისგან მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 12 საათზე ყველაფერი უნდა დასრულდეს? ვინ დაიწყო 3-ჯერადი გაფრთხილების გარეშე, გონივრული ვადის გარეშე მანიფესტაციაზე შტურმი თან ყველაზე სახიფათო იარაღით: ჯერ იყო გაზი გამოყენებული, შემდეგ რეზინის და პლასტიკატის ტყვიები და სულ ბოლოს, სადღაც რუსთაველის თეატრის მიდამოებში გამოიყენეს წყლის ჭავლი. ამ კითხვებს გასცენ პასუხები და დანარჩენ შეკითხვებს სიამოვნებით გავცემ პასუხს წუთი-წუთზე. მითუმეტეს, იცით, რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს.“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, 20 ივნისის საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ბაჩუკი ქარდავა, გიორგი ბარამიძე, გიგი უგულავა, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და გუბაზ სანიკიძეც გამოკითხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100