ძლიერი წვიმის გამო გლდანში მდებარე დევნილთა საცხოვრებელში წყალი ჩავიდა, რამაც კედლები და ინვენტარი დააზიანა

ძლიერი წვიმის გამო გლდანში მდებარე დევნილთა საცხოვრებელი დაზიანდა. ადგილობრივების თქმით, გლდანი-ნაძალადევის გამგეობა შენობის გადახურვის სამუშაოებს აწარმოებს, მაგრამ პროცესი ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის.

დაუსრულებელი სამუშაოების გამო სახურავიდან წყალმა გაჟონა, რამაც კედლები და ინვენტარი დააზიანა. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებასა და სახურავის დროულად შეკეთებას ითხოვს.

„გადახდილია სახურავი, წუხელ მთელი ღამე დავრბოდით და განუწყვეტლად მოდის წყალი. მოვითხოვ, კომპანია მოვიდეს და გააკეთოს რემონტი,“ - ამბობს დაზარალებული მარინა ბიგვავა.

კომენტარი