დავით და ანა ბაგრატიონების ოჯახში ბიჭი დაიბადა

საქართველოს სამეფო ოჯახის წყვილს - დავით ბაგრატიონ მუხრანელსა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიას 27 სექტემბერს ვაჟი შეეძინათ. ბიჭს გიორგი დაარქვეს. ანა ბაგრატიონის მშობიარობამ მშვიდად, გართულებების გარეშე ჩაიარა. პატარა გიორგი ბაგრატიონი და მელოგინე ანა ბაგრატიონი-გრუზინსკაია თავს კარგად გრძნობენ.

დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკაიამ 2009 წლის 8 თებერვალს, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი. ბაგრატიონთა წყვილის ჯვრისწერის რიტუალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ ჩაატარა.

კომენტარი