საკრებულოს თავმჯდომარე: არ ვაპირებ ნანა კოსტავასთან ერთად ვიმუშაო

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას თქმით, იგი არ აპირებს, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.
ლატარიამ განაცხადა, რომ მან კოსტავას წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვება ურჩია. თუმცა, თუ კოსტავამ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო, როგორ უზრუნველყოფს ლატარია მის გარეშე სხდომების ჩატარებას, ამაზე საკრებულოს თავმჯდომარეს პასუხი არ აქვს.

"ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა, გამოვიყენეთ და ის გადაყენებულია ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან. მე მას ვურჩიე დაეტოვებინა საკრებულო, თუმცა, უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას. მისი საკრებულოდან გაშვების ბერკეტი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა, პირადად მე არ ვაპირებ მასთან ერთად საკრებულოში ვიმუშაო "- განაცხადა ნიკა ლატარიამ.
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარეობიდან გადააყენეს.

კომენტარი