სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცნობილი პოპ-მომღრალი ავიაკატასტროფაში მაშინ დაიღუპა, როდესაც თავისი შეყვარებულის დაბადების დღეზე მიიჩქაროდა

28 წლის ბრაზილიელი პოპ-ვარსკვლავი გაბრიელ დინიზი ბაიში ჩატარებული კონცერტის მერე შეყვარებულთან წავიდა, რათა დაბადების დღის წვეულებას დასწრებოდა.

იმისათვის, რომ დროულად მისულიყო საყვარელ გოგონასთან, პატარა თვითმფრინავი დაიქირავა დროის მოგება გადაწყვიტა - წერს გამოცემა Daily Mail.

თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა და მომღერალი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. რაც შეეხება გაბრიელის ოჯახს, მომღერლის ფანები მის სახლთან მიდიან, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და წერენ გამოსამშვიდობებელ წერილებს. თუმცა გაბრიელის დაკრძალვაზე ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარდა გარდა არავინ დაიშვებოდა.

"ძალიან გთხოვთ, არავინ მიწყინოთ, რადგან გაბრიელი ჩემთვის უდიდესი სიხარულის მომტანი იყო. გვინდა, დაკრძალვაზე მასთან დაკავშირებული ისტორიები გავიხსენოთ, ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ძალიან ახლო ადამიანები დავესწრებით მას" - განაცხადა გაბრიელის მამამ დაკრძალვის წინ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100