დიდ დიღომში ცეცხლს 23 სახანძრო ჯგუფი ებრძოდა - ხანძარი ლოკალიზებულია

დიდ დიღომში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. დიდ დიღომში ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საბურთალოს გამგებელმა გაიოზ ვასაძემ განუცხადა. ცეცხლს 23 სახანძრო ჯგუფი ებრძვის. ცეცხლი ერთ-ერთი კერძო კომპანიის საწყობში გაჩნდა.


კომენტარი