სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ძიძამ ერთი თვის ჩვილი ტირილის გამო დასაჯა და ჭაღის ვენტილატორზე ჩამოკიდა

ფლორიდის შტატში პოლიციამ ძიძა დააკავა, რომელიც ახალშობილის მიმართ სასტიკ მოპყრობაში იყო ეჭვმიტანილი.

28 წლის ნორა ჯექსონი ახალგაზრდა მშობლებმა თავისი ახალშობილის ძიძად აიყვანეს და თავად გადაწყვიტეს ერთი დღით სადმე განმარტოებულიყვნენ. ზუსტად ერთ დღეში მათ პოლიციას საჩივრით მიმართეს, მას შემდეგ, რაც სახლში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი ჯექსონმა ჭაღის ვენტილატორზე ჩამოკიდა და პატარა ჰაერში ტრიალებდა.

ამ ყოველივეს ვერ შეიტყობდნენ ისინი, რომ არა სახლში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერა, რომლის შესახებაც ნორა ჯექსონმა არაფერი იცოდა.

როგორც მოგვიანებით ნორამ პოლიციაში დაკითხვაზე ისაუბრა, მან ასეთი სასტიკი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბავშვის გაუჩერებელმა ტირილმა შეაწუხა. აღმოჩნდა, რომ ახალშობილმა ჩართულ ვენტილატორზე 26 საათი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში ტრიალი არ გაჩერებულა.

ექსპერტიზამ ნორას სისხლში კოკაინის, მეტამფეტამინისა და ალკოჰოლის არსებობა დაადასტურა, რაც ბრალის დამზიმების მიზეზი გახდა. მას სულ ცოტა 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება ბავშვს, ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100