შუა ხნის ქალი, რომელსაც ქრონიკული პრემენსტრუალური სინდრომი აქვს, 189 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

კალიფორნიაში დააკავეს შუა ხნის ამერიკელი ქალი, რომელიც უამრავი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიებს FBI-სა და მექსიკის ფედერალური პოლიციის ერთობლივი ოპერაციის შედეგად მიმდინარეობდა, რადგანაც მეზობელ ქვეყნებში ჩადენილი მკვლელობები გარკვეული ხასიათით ერთმანეთს ჰგავდა - ფაქტია, რომ ხელწერა ერთსა და იმავე სერიულ მკვლელზე მიუთითებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 39 წლის ლორეტა ჯონსმა, რომელიც ქრონიკული პრემენსტრუალური სინდრომით იტანჯება, 1993 წლიდან 2017 წლამდე მექსიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში 189 ადამიანი მოკლა.

FBI-ს სპეციალურმა მკვლევარმა, ბილ დევიდსონმა გააკეთა განცხადება მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ლორეტას უიშვიათესი პრემენსტრუალური აშლილობა აქვს, ამიტომ, ის საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია.


"ის იმაზე უფრო მეტად საშიში ადამიანია, ვიდრე ნებისმიერი ფსიქიკურად აშლილი ადამიანი ან სერიული მკვლელი, ვისაც ჩემი კარიერის განმავლობაში შევხვედრივარ. იმ შემთხვევაში, თუ მას პრემენსტრუალური პერიოდი აქვს, იმდენად გაღიზიანებულია, რომ უკონტროლობის გამო მოკლავს ნებისმიერ არსებას, რომელიც მის წინ აღმოჩნდება" - განაცხადა დევიდსონმა.

გამოძიების მიხედვით, ჯონსმა 137 ადამიანი კალიფორნიის შტატში მოკლა, 16 - ორეგონში, 11 - არიზონაში, 8 - ნევადაში და 17 - მექსიკაში. ლორეტას ფედერალურ აგენტებზე თავდასხმაც ბრალდება, რაც მისი დაკავების შემდეგ მოხდა.

კალიფორნიის ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორის, ალონსო ფრანკო გონზალესის განცხადებით, ასეთი ტიპის აშლილობა მსგავსი ფატალური შედეგებით იმდენად იშვიათია, რომ სულ თითო ოროლა შემთხვევაა დაფიქსირებული სამედიცინო ისტორიაში.

"ზოგადად, ყველა ქალისთვის რთულია მენსტრუალური და პრემენსტრუალური პერიოდი, თუმცა ის, რაც ლორეტას შემთხვევაში ხდება, სულ სხვა შემთხვევაა - ის ნამდვილ მკვლელობის მანქანად იქცა" - აღნიშნა გონზალესმა.

ალონსოს გამოთქვამს ვარაუდს, რომ ლორეტა ჯონსი არ შეიძლება პასუხისმგებელი იქნეს მის ქმედებებზე, რადგან მკვლელობების ჩადენის მომენტში ის არაჯანსაღ ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადაწყვეტს მის ბედს სასამართლო, რომელიც ყველა მკვლელობას სათითაოდ განიხილავს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანს განაჩენს.

კომენტარი