"იმის თქმა მინდა, რო არ ღირს ცუდი თვალით ყურება, თორე..." - აი, რას წერს გიორგი ბოჭორიშვილი

მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი (ჩცდ-ს ზაზა) სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"ერთხელ სოფელში ვიყავით მე და ჩემი ოთხი მეგობარი ,იმერეთში,სოფელ დეისში. კაცისშვილი არ არის, მთელი მინდორველი რო მოიარო შეიძლება ერთი კაცი შეგხვდეს ისეთი ადგილია. ხოდა ერთ ძალიან ლამაზ მინდორველზე ვიყავით წამოწოლილები და ძალიან დაღლილები. უცბათ ტყიდან კაცი გამოვიდა ხარებით,ურმით და ზემოდან ბევრი შეშით(სუფთა იმერელი,ხმელი და ძლიერი,მაგრამ პატარა ტანის). ჩაგვიარა და რაღაცნაირად შემოგვხედა,ეჭვისთვალით,ალბათ იფიქრა ამათ აქ რა უნდათო და ჩაგვიარა. ერთ 20 წუთში ავდექი და ვიფიქრე ცოტას მარტო გავივლი მეთქი. გადავიარე ერთი პატარა გორაკი და ვხედავ ამ კაცს, დგას გამწარებული და ურემს უყურებს. თვალი გამოუვარდა ურმიდან და ვეღარ მიაქვს, ზემოდან ერთი-ორი
ტონა შეშა მაინც ეწყო. ან შეშა უნდა ჩამოეწყო და ისე შეესვა თვალი ან ერთი ხუთი კაცი მაინც იყო საჭირო,რო ურემი აეწია და ისე შეესვა(გაწვიმდა). რო მივედი შემომხედა და მითხრა- ვინც მე ცუდი თვალით შემომხედა იმის დედა მოვტყანო! ბიჭებს დავუძახე და ბევრი წვალების მერე გავაკეთებინეთ ურემი. გადაგვიხადა მადლობა, მოაჯდა ურემს და წავიდა,ჩვენც წამოვედით. ერთი წლის მერე ისვ შეგვხვდა დაახლოებით იმავე ადგილას, წყაროსთან. მე გავახსენე მაშინდელი შემთხვევა,იმან კიდე ცოტა მორცხვად ჩაიღიმა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგვიხადა(ცოტა ღვინოც დაგვალევინა). იმის თქმა მინდა, რო არ ღირს ცუდი თვალით ყურება, თორე ურემს თვალი გამოუვარდება და მერე რაც მოხდება თქვენც კი იცით..."- წერს მსახიობი.

კომენტარი