"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ, კანონს შსს არღვევდა"- დავით კირკიტაძე სასამართლო პროცესზე

გურჯაანის საქალაქო სასამართლოში გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კირკიტაძემ დღეს მოსამართლეს მიმართა და თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს.

"არ ჩამიდენია ის, რასაც მაბრალებენ და თავს დამნაშავედ არ ვცნობ... თუკი ვინმე კანონს და კონსტიტუციას არღვევდა, ეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო", - განაცხადა კირკიტაძემ.

კომენტარი