სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შალვა მორელი და თორნიკე ბიბიჩაძე - რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა სიმღერის პრეზენტაცია სამშობლოში გამართეს

შალვა მორელის და თორნიკე ბიბიჩაძის პირველი ერთობლივი დუეტი შედგა. რუსეთში მოღვაწე მომღერლები საქართველოს ესტუმრნენ და ახალი სიმღერის პრეზენტაცია სამშობლოში გამართეს.


ყველასთვის კარგად ცნობილი მომღერალი შალვა მორელი საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ის უკვე 26 წელია რაც მოსკოვში მოღვაწეობს, თუმცა მშობლიურ აუდიტორიასთან შეხვედრას ყოველთვის მოუთმენლად და განსაკუთრებული სიყვარულით ელოდება.


ქართველი მომღერლები დედაქალაქში ახალ ჰანგებს ტოვებენ. მოლოდინი დიდია. როგორც თავად ამბობენ ქართველ მსმენელს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100