გორის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა პედაგოგს სცემა

გორის ერთ-ერთ სკოლაში მშობელმა მასწავლებელი სცემა. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო "მოზაიკა" ავრცელებს.

მშობელმა პედაგოგს ფიზიკური შეურაცხყფა მას შემდეგ მიაყენა, რაც გაიგო, რომ მის შვილს მასწავლებელმა გაკვეთილზე სცემა.


"მას შემდეგ, რაც მშობელმა გაიგო, რომ მასწავლებელმა მისი შვილი გაკვეთილზე სცემა, სკოლაში მოვიდა. პედაგოგსა და მას შორის ფიზიკური დაპისრიპირებაც ამ ამბავს მოჰყვა", - უთხრეს რადიო "მოზაიკას".
არსებული ინფორმაციით, სკოლის მანდატურმა ადგილზე პოლიცია გამოიძახა. მან განყოფილებაში ჯერ მასწავლებელი წაიყვანა, მოგვიანებით კი ფაქტზე მშობელიც გამოკითხა.


რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, მასწავლებელმა და მშობელმა გორის სამმართველოს განყოფილებაში, გამოკითხვაზე ყოფნისას, ფიზიკური დაპირისპირება უარყვეს და თქვეს, რომ მათ შორის ადგილი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა.

სრული ვერსიის ნახვა radiomosaic.ge

კომენტარი