ეს ის ზესტაფონელი ბიჭია, რომელიც თბილისში ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანიდან, ერთ-ერთი 19 წლის ლაშა კობახიძეა.

ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ არგვეში ცხოვრობდა.
"გაზმა გაგვიგუდა ანგელოზივით ბიჭი. ერთი თვის წასული იყო თბილისში. საშინელ დღეში ვართ,"- აცხადებს მეზობელი, მანანა ნუცუბიძე.

თბილისში, გაზის ინტოქსიკაციით 7 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარი