19 წლის ბიჭები, რომლებიც ქუთაისში მომხდარ საშინელ ავარიას ემსხვერპლნენ (ფოტო)

19 წლის ბიჭები, რომლებიც ქუთაისში მომხდარ საშინელ ავარიას ემსხვერპლნენ (ფოტო).


ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 1997 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბა­ქარ ზივ­ზი­ვა­ძე და 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ხა­რა­ტიშ­ვი­ლი და ნი­კუ­შა ჭან­ტუ­რია, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი მანქანაში დაიწვა.
დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, ბიჭები მერსედესის მარკის ავტომობილით იმყოფებოდნენ. ისინი კლასელები იყვნენ და სკოლა "პროგრესში" სწავლობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.

კომენტარი