სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"S O S !!!სასწრაფოდ და ყველას!!! გთხოვთ გადასცეთ ინტერნეტის ყველა მომხმარებელს, რომ ქსელში ვრცელდება საშიში ვირუსი და არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ"

აშშ-შ მცხოვრები ქართველი კახაბერ კაცაძე ინტერნეტის მომხმარებლებს აფრთხილებს და სოციალურ ქსელშ წერს:

„S O S!!! სასწრაფოდ და ყველას!!! გთხოვთ, გადასცეთ ინტერნეტის ყველა მომხმარებელს, რომ ქსელში ვრცელდება Power Point-ის პრეზენტაცია, სათაურით - „Das Leben is wunderschon” Life is beautiful” “La vida es bella” („ცხოვრება მშვენიერია“). არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ ეს გზავნილი და მაშინვე წაშალეთ. თუ გახსნით, უკვე გვიან იქნება. კომპიუტერში არსებული ყველა მონაცემი გაქრება, ხოლო ის ადამიანი, რომელმაც ეს ელექტრონული წერილი გამოგიგზავნათ, მიიღებს წვდომას ყველა თქვენ მონაცემზე, პაროლებზე, ინფორმაციაზე. ეს არის უახლესი ვირუსი, რომელიც შაბათ საღამოდან ვრცელდება. ვერანაირი ანტივირუსული პროგრამა ვერ ანადგურებს მას. იგი გაუშვა და დანერგა ხაკერმა “Life Owner“, იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ბევრი კომპიუტერი გაანადგუროს. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა და რაც შეიძლება სწრაფად გაიგოს ამ ვირუსის შესახებ.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100