სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სეპარატისტების მეშვეობით ოკუპანტები ქართველ რადიკალებს იარაღს მიაწვდიან?

„დრონი.ჯი“-ს მიერ მოპოვებული ეს ინფორმაცია შესაძლოა საზოგადოების განხილვის საგნად იქცეს. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის ოკუპანტებთან უკანასკნელი რევერანსისას გადაწყდა, რომ ოკუპანტები, თბილისის ბიშკეკიზაციის მოსურნეებს არა მხოლოდ კონსულტაციებს გაუწევენ, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, იარაღითაც დაეხმარებიან.
მართალია, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული რაიონების პერიმეტრს შეძლებისდაგვარად აკონტროლს, თუმცა, სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ „მოსკოვის სურვილის შემთხვევაში“ რუსულმა იარაღმა რადიკალებამდე მაინც მიაღწიოს.
გავრცელებული მონაცემების თანახმად, რუსული იარაღის იმპორტის განხორციელება შესაძლოა ახალგორიდან, პერევიდან და აფხაზეთიდან მოხდეს. ამ შემთხვევაში, იარაღმა, რომლითაც ქართველმა ექსტრემისტებმა „ბიშკეკი უნდა მოგვანატრონ“, შესაძლოა ზუგდიდამდე, თბილისამდე და საჩხერემდეც ჩააღწიოს (ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამ თემას უკავშირდებოდა ეფ-ბი-აი-ს შეფის თბილისში ვიზიტიც).
მართალია, რადიკალები კატეგორიულად უარყოფენ „გამალებულ შეიარაღებას“, თუმცა, მსოფლიო დარწმუნდა იმაში, რომ მოსკოვმა ყირგიზეთის „სისხლისფრად შეღება“ უკვე მოახერხა. ყირგიზეთში ამ წუთებშიც დიდი არეულობაა და იქ თითქმის ყოველ დღე იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები სამოქალაქო თუ სამხედრო დაპირისპირების გამო.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები და შესაძლოა თუ არა, პარალელის გავლება ყირგიზეთსა და საქართველოს შორის? ექსპერტთა დიდი ნაწილის განცხადებით, საქართველოს ყირგიზეთიზაცია „თითქმის შეუძლებელია, რადგან ამ ორ ქვეყენას შორის არანაირი მსგავსება, პოლიტიკური კონიუნქტურისა და მენტალური თვალსაზრისით, არ არსებობს“.
თუმცა, ექსპერტები თანხმდებიან იმაზე, რომ ოკუპანტები საქართველოში არეულობის პროვოცირებას შეეცდებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდეგაც. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტების აზრით, საქართველოში მოსკოვს გაცილებით მცირე დასაყრდენი ჰყავს და რაც მთავარია, ყირგიზეთისგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების უდიდესი ნაწილი მკვეთრად უპირისპირდება რუსეთის იმპერიალისტურ, საოკუპაციო პოლიტიკას.
სცენარები კი, თუ როგორ უნდა დაშალონ საქართველო, მოაწყონ არეულობა, დაამხონ ხელისუფლება და გაანადგურონ სახელმწიფოებრიობა, კრემლში სავადაუდოდ, საკმაოდ ბევრია. სავარაუდოდ, უკვე არსებობენ კონკრეტული „გმირებიც“ - თანამედროვე ორჯონიკიძეები, რომლებმაც ამ „დიდ „მამულიშვილურ“ საქმეში“ მთავარი როლები უნდა შეასრულონ.
თავის დროზე, სერგო ორჯონიკიძისთვისაც რომ გეკითხათ, ის ალბათ გულწრფელად იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ მოღალატე კი არა, საქართველოს პატრიოტია.
დაახლოებით ასეა დღესაც, მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელს, რომელიც მზადაა რუსულ ტანკებს თბილისში შემოუძღვეს, ჰგონია, რომ ის და მისი პრორუსული პოლიტიკა საქართველოს ინტერესებს ემსახურება...
თუმცა, თუ რუსული იარაღის საქართველოში შესაძლო ექსპორტს და ნოღაიდელის „ფრთიან ფრაზებს“ გავითვალისწინებთ, ნათელი გახდება ვის ინტერესებს იცავს „დაღლილი ვირი“ - საქართველოს თუ კრემლში მოკალათებული ფაშისტების...


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100