"ნანა ჟორჟოლიანო !!! ეს შენ ხარ ვიცი ზუსტად" - ერეკლე კოდუას პირველი, საჯარო პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს

რამდენიმე წუთის წინ ერეკლე კოდუამ ასეთი კომენტარი დაუწერა ნანუკა ჟორჟოლიანს საკუთარ ფოტოზე: „Saba Koddua ნანა ჟორჟოლიანო !!!! ნუ ხმარობ საბას facebooks! ეს შენ ხარ ვიცი ზუსად!“ - ეს არის კუდის ყოფილი უფროსის და ნანუკა ჟორჟოლიანის დაშორების შემდეგ პირველი კომენტარი, როცა ასე საჯაროდ, ერეკლემ ნანუკას უპასუხა, თან უნდა ითქვას, რომ მკვახედ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ერეკლე კოდუამ მის უცხოელ შეყვარებულთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა ფეისბუქზე ასეთი სათაურით "ჩემი მთელი ცხოვრების სიყვარული". სწორედ ამ ფოტოს და მის ასეთ დასათაურებას მოჰყვა ხალხის ნეგატიური კომენტარები.

ფოტოზე კომენტარი ჰქონდა ნანუკას და ერეკლეს საერთო შვილს, პატარა საბა კოდუასაც."გთხოვთ თქვენ საქმეს მიხედოთ ეს მათი ცხოვრებაა და არა თქვენი"- წერდა საბა, თუმცა, როგორც რამდენიმე წუთის წინ ერეკლე კოდუამ დაწერა, აღნიშნული კომენტარი არა საბას, არამედ ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნის.

კომენტარი