თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტით იმუქრება

თურქეთი ევროკავშირთან ურთიერთობას შეწყვეტს, თუ 2012 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად კვიპროსს აირჩევენ , - ამის შესახებ "როიტერი" თურქულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.
თურქეთის ვიცე-პრემიერის, ბეშირ ატალაის განცხადებით, თუ კვიპროსთან მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდება, ევროკავშირი კი სამხრეთ კვიპროსს აირჩევს თავმჯდომარედ, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ნამდვილი კრიზისი დაიწყება – თურქეთი ამ ურთიერთობებს გაყინავს.

მოსალოდნელია, რომ 2012 წლის ივლისში კვიპროსი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. ამ დროისთვის კუნძული კვიპროსი ორ ნაწილადაა გაყოფილი, რომლის 60 პროცენტს კვიპროსის ხელისუფლება აკონტროლებს.

კომენტარი