"ფული არ გადაახთევინოთ ჯარისკაციაო...ტკივილამდე მესიამოვნა, წარმოიდგინეთ თავის ქვეყნის ჯარისკაცებს როგორ ცემენ პატივს" - აი, რა ამბავი გადახდა ქართველ ჯარისკაცს კანზას სიტიში

ქართველი ჯარისკაცი სოციალურ ქსელში კანზას სიტიდან სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:

"კანზას სიტიში ვარ, ვოლმარტში შევედი რაღაცის საყიდლად და ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვერ ვიპოვე რასაც ვეძებ, ერთ ამერიკელს დახმარება ვთხოვე ძვლივს გავაგებინე რა მინდოდა ხოდა ეს ამერიკელი მეკითხება სადაური ხარო. საქართველო მეთქი და არ გამიგიაო, სანამ მაძებნინებდა ცოტა ლაპარაკს მოვყევით და ბოლოს მკითხა შენ ქვეყანაში რას საქმიანობდიო. ვუთხარი მთელი ცხოვრება სამხედრო ვართქო და ძალიან ესიამოვნა. ბოლოს მაპოვნინა ის ნივთი და თბილად დამემშვიდობა. ნუ მე კიდე რაღაცეები ავიღე ასე 200$ ფარგლებში და სალაროს რიგში ჩავდექი. აქ მოვიდა ვოლმარტის თანამშრომელი და გამიყვანა და მეუბნება. აგერ გაატარეთო, გავატარე და მომიწია 220$. ბარათი რო ავიღე მოლარე მეუბნება, არაა საჭირო, კაცი თქვენ რო გელაპარაკებოდათ მან გვითხრა რამდენისიც არ უნდა აიღოს ფული არ გადაახთევინოთ ჯარისკაციაო და ჩეკი მისამართზე გამომიგზავნეთო. აი, რაღაც ტკივილამდე მესიამოვნა თან დავიბენი. წარმოიდგინეთ თავის ქვეყნის ჯარისკაცებს როგორ ცემენ ეხლა ეგენი პატივს"- წერს ქართველი ჯარისკაცი.

კომენტარი