“ეს ქალი ჩემი "ხაზეიკაა" მკვლელობაში ბრალდებული კი ჩემი თანამეოთახე” - რას წერს ჟურნალისტი ვაჟაზე მოკლული 45 წლის ქალის შესახებ

27 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე, მკვლე­ლო­ბა მოხ­და. მოკ­ლუ­ლი 45 წლის სვეტ­ლა­ნა ამო­­ვი აღ­მოჩ­ნდა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ამ ცხელ კვალ­ზე და­­კა­ვა.

ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მოკ­ლუ­ლი ქა­ლის შე­სა­ხებ წერს. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ჟურ­ნა­ლისტს გარ­დაც­ვლილ­თან და ასე­ვე მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­თან ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებს.

რე­ჟი­სო­რი, რომ ვიყო აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­ღებ­დი ფილ­მს, უფრო სწო­რად სე­რი­ალს ჩემ­ზე, სა­დაც მე ვიქ­ნე­ბო­დი მთა­ვა­რი გმი­რი, ბო­დი­ში მთა­ვა­რი სხვა იქ­ნე­ბო­და, მე ერთ-ერთი ეპი­ზო­დის მო­ნა­წი­ლე ვიქ­ნე­ბო­დი. მოკ­ლედ რისი/ვისი მსხვერ­პლი გავ­ხდი არ ვიცი, მაგ­რამ რომ გავ­ხდი ეს ვიცი. ყვე­ლა­ფე­რი 11 თვის წინ და­­წყო, თბი­ლის­ში, მეტ­რო­დან ამო­სუ­ლი, კე­დელ­ზე გაკ­რულ ფურ­ცელ­ზე ვკი­თხუ­ლობ, რომ ვაჟა ფშა­ვე­ლა­ზე ბი­ნას აგი­რა­ვე­ბენ, ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლურ თან­ხად, ჰოდა ვი­ფიქ­რე ქი­რა­ში ფული რო­დემ­დე ვყა­რო-მეთ­ქი და ეგ­რე­ვე დავ­რე­კე. მი­პა­სუ­ხა ქალ­მა და მა­შინ­ვე და­მი­ბა­რა სახ­ლის სა­ნა­ხავდ. მი­ვე­დი და მხვდე­ბა ესე­თი სუ­რა­თი-სახ­ლი ვაჟა ფშა­ვა­ლა­ზე, გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი, "გას­რი­­ლე­ბუ­ლი" შედი და იცხოვ­რე. ჰოდა მეც შე­ვე­დი ვი­ცხოვ­რე და ფუ­ლიც მი­ვე­ცი. თან­ხა­ზე ვკი­თხე ასე იფად რა­ტომ მიშ­ვებ-მეთ­ქი და მეტი არ მჭირ­დე­ბა და ეს თან­ხა უკან ისევ ჩემი და­საბ­რუ­ნე­ბე­ლია და რაც მჭირ­დე­ბო­და იმ თან­ხად ვა­გი­რა­ვე­ბო. ოღონდ ერთი პი­რო­ბა იყო, მის სახ­ლში, ჩემ­თან ერ­თად ამ ქალს, ანუ დი­­სახ­ლის­საც უნდა ეცხოვ­რა. ვი­ფიქ­რე რა პრობ­ლე­მაა, დამ­პა­ლა­რა­კე­ბე­ლი მე­ყო­ლე­ბა-მეთ­ქი. ნო­ტა­რი­უს­ში მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით. მერე ერთ დღეს მე არ მე­ცა­ლა, მე­­რე დღეს იმას, მერე მო­ვი­კი­თხე და ნო­ტა­რი­უსს ფული უნ­დო­და და ვი­ფიქ­რე უკვე გა­ვი­ცა­ნი ეს ქალი, სან­დოა, ზედ მყვე­ბა, კერ­ძებს მახ­ვედ­რებს, დი­ლით სა­უზ­მეს მიმ­ზა­დებს და რა­ღად მინ­და ნო­ტა­რი­­სით­ქო. ყო­ველ სა­ღა­მოს მიყ­ვე­ბო­და, რომ ძმე­ბი რუ­სეთ­ში ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი იყ­ვნენ. მის დას ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ ჩვენ­თან ჩა­მო­დიო, მაგ­რამ მას სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა არ უნ­დო­და. ერთ დღე­საც მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა, რომ ყაზ­ბეგ­ზე სახ­ლი იყი­დე­ბა და ჩემს ძმას უნდა რომ მი­ყი­დოს და წა­მომ­ყვე­ვი შე­მი­ფა­სეო, თუ მოგ­ვე­წო­ნე­ბა ფულს რუ­სე­თი­დან გა­მო­აგ­ზავ­ნი­სო. და­სა­წუ­ნი იმ სახ­ლს არა­ფე­რი ჰქონ­და და მე ვუ­თხა­რი კარ­გია-მეთ­ქი, ჰოდა ვე­ტყვი და ჩემი ძმა იყი­დის ამ სახ­ლსა­ცო. მარ­თლაც რამ­დე­ნი­მე დღე­ში მე­უბ­ნე­ბა ვა­ჟა­ზე ცხოვ­რე­ბა მომ­ბეზ­რდა და ყაზ­ბეგ­ზე გა­და­ვი­დეთ, ის სახ­ლი ჯო­ბი­აო და ამას გა­ვა­ქი­რა­ვე­ბო. მოკ­ლედ მეც გა­დავ­ყე­ვი რა უნდა მექ­ნა, გი­რით ვი­ყა­ვი სახ­ლში დახა­ზე­­კასგავ­ყე­ვი.

ჰოდა მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სი­დან ისევ ქუ­თა­ის­ში ვბრუნ­დე­ბო­დი, ჩემს დი­­სახ­ლისს და­ვე­ლა­პა­რა­კე , რომ გა­დავ­დი­ვარ ქუ­თა­ის­ში და ფული მჭირ­დე­ბა­თქო. დი­­სახ­ლის­მა მი­თხრა, რომ წადი და ფულს ქუ­თა­ის­ში მა­ლე­ვე და­გიბ­რუ­ნე­ბო. მეც წა­მო­ვე­დი, ცოტა ხნის წინ და­მი­რე­კა და მი­თხრა ვაგ­რო­ვებ და 15 დე­კემ­ბერს ჩა­გი­რი­ცხა­ვო. სამი დღის წინ კი ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ სი­­ჟეტს სა­ხე­ლით" თბი­ლის­ში კაც­მა ბი­ნის მე­პატ­რო­ნე ქალი მოკ­ლა". აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს ქალი ჩემი "ხა­ზე­­კაა" მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი კი ჩემი თა­ნა­მე­­თა­ხე. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ კი ამ ქალ­ზე ბევ­რი ბინ­ძუ­რი რამ გა­ვი­გე.

1) თურ­მე სახ­ლში, სა­დაც მე გი­რით შე­ვე­დი, თვი­თონ ყო­ფი­ლა ქი­რით შე­სუ­ლი. ჩემ­ნა­­რად ატყუ­ებ­და ყვე­ლას და სახ­ლის ყვე­ლა ოთა­ხი და­გი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. სახ­ლი მის სა­კუთ­რე­ბა­ში არც ვა­ჟა­ზე ყო­ფი­ლა და არც ყაზ­ბეგ­ზე, ორი­ვე ქი­რით ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

2) მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ ძმე­ბი რუ­სეთ­ში არა, გლ­დან­ში ჰყავ­და და თა­ვად ძმებს ეგო­ნათ, რომ მისი და რუ­სეთ­ში იყო. ძმებ­მა თქვეს, თვე­ში ერთხელ გვი­რე­კავ­და და ამ­ბობ­და მოს­კოვ­ში ვარო.

3) ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის დროს ყუ­ლა­ბა გა­მი­ტე­ხეს და ფული მომ­პა­რეს, დი­­სახ­ლის­მა სხვას და­აბ­რა­ლა და სახ­ლი­დან გა­უშ­ვა, თურ­მე მას მო­­პა­რავს.

4) ყაზ­ბეგ­ზე ცხოვ­რე­ბის დროს .მეტ­რი­­ნითსახ­ლის ზო­მებს ვი­ღებ­დით, რე­მონ­ტი რა და­მიჯ­დე­ბაო, ამ ფორ­მით კი ჩემი დარ­წმუ­ნე­ბა უნ­დო­და, რომ ბინა მას ეკუთ­ვნო­და და ქი­რით არ იყო. ისე­დაც მჯე­რო­და, ამ ფორ­მას რა­ტომ მი­მარ­თავ­და არ ვიცი.

5) მკვლე­ლო­ბა მე­სა­მე ბი­ნა­ში მოხ­და. ისიც ქი­რით ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, სა­დაც მდგმურს შე­მო­აკ­ვდა. (ვიც­ნობ­დი იმ ბიჭს გარ­კვე­­ლი პე­რი­­დი ერთ სახ­ლში, გვერ­დი-გვერდ ოთა­ხებ­ში ვცხოვ­რობ­დი)

6) ახლა ვსხედ­ვართ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც ოფი­ცი­­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ გაგ­ვაჩ­ნია და ვფიქ­რობთ, ვინ უნდა დაგ­ვიბ­რუ­ნოს ჩემი თან­ხა.

7) დღეს ამ ქა­ლის დაკ­რძალ­ვაა, თბი­ლის­ში ვერ წა­ვე­დი. მთე­ლი დღე მე­ფიქ­რე­ბა რამ­დე­ნი სი­კე­თე გა­­კე­თე­ბია ჩემ­თვის და ამა­ვე დროს რამ­დე­ნი რამ მო­­ტყუ­­ბია".

შე­გახ­სე­ნებთ, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა და ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლო­­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი .., გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით თბი­ლის­ში, ცხელ კვალ­ზე და­­კა­ვეს. ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­­ლი 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე, დრო­­ბით სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში, ამა­ვე მი­სა­მარ­თზე მცხოვ­რებ ბი­ნის მფლო­ბელს - 1973 წელს და­ბა­დე­ბულ ..-, ცივი ია­რა­ღით სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­­ყე­ნა. პო­ლი­ცი­ამ .. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­­კა­ვა. მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­­რი სა­გა­მო­ძი­­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და­ნა­შა­­ლის მო­ტი­ვის და სხვა ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­­ბე­ბის და­სად­გე­ნად. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი, დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­­ღეს. გა­მო­ძი­­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ- 108- მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს- მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­­ში.

კომენტარი